
კერძო სკოლა „ჰელიოსის“ მათემატიკის კათედრა π რიცხვის საერთაშორისო დღის აღნიშვნას საინტერესო აქტივობებით შეუერთდა.
მოსწავლეები ამ დღის შექმნის ისტორია გაეცნენ და აღნიშნეს, რომ პირველად ეს დღე 1988 წელს სამეცნიერო მუზეუმ Exploratorium-ში, სან-ფრანცისკოში აღინიშნა, იგი ფიზიკოსმა ლარი შოუმ დააარსა, რომელმაც განაცხადა, რომ თარიღის ამერიკულ სისტემაში (თარიღი/თვე) 14 მარტი რიცხვ პის პირველ ციფრებს ემთხვევა π = 3,14...
ამ დღესთან დაკავშირებით, მე-7 კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაციები, მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებმა სახალისო ამოცანები და თავსატეხები ამოხსნეს და ეს დღე ხალისიანად აღნიშნეს.
მოსწავლეებისთვის აქტივობებზე მუშაობა და საერთაშორიოს კამპანიაში ჩართვა ძალიან სახალისო, ინფორმაციული და საინტერესო იყო.
იხილეთ ფოტოები: