კერძო სკოლა „ჰელიოსის“ მე-3 კლასელთა დედის დღისადმი მიძღვნილი შთამბეჭდავი ღონისძიება
15-03-2024

კერძო სკოლა „ჰელიოსში“, სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც მოსწავლეთა ცოდნის, ნიჭისა და უნარების წარმოჩენა-წახალისებას ემსახურება. 

ამის დასტური, დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებათა ციკლია, რომელსაც მე-3 კლასის მოსწავლეებიც შეუერთდნენ. 

პატარებმა, დედიკოებს დედის დღე შთამბეჭდავი წარმოდგენით მიულოცეს, მოაწყეს ჯადოსნური საღამო, რომელიც გაჯერებული იყო თეატრალური წარმოდგენებითა და მუსიკალური ნომრებით.

პატარებმა დედებს მხატვრულად წაკითხული ლექსებიც მიუძღვნეს და დღე მეტად ემოციური გახადეს. 

„ღონისძიება ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო“, - ასე აფასებენ სკოლაში წარმოდგენას, რომელმაც დამსწრეთა დიდი მოწონება და ოვაცია დაიმსახურა.  

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203