
კერძო სკოლა „ჰელიოსში“ განსაკუთრებულად ზრუნავენ მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და მათთვის მრავალფეროვანი სასკოლო ცხოვრების შეთავაზებაზე.
შესაბამისად, სკოლაში საინტერესოდ აღინიშნა დედის დღე.
„დედა მარტო დედა არაა! ყველაფერია რაც ამ ქვეყანასთან გვაკავშირებს, რასაც სიცოცხლე ჰქვია, რასაც სული უდგას და მზე უცქერს“, - ამ იდეით განმსჭვალულმა მე-4ა კლასის მოსწავლეებმა მრავალფეროვანი ღონისძიება მოაწყვეს.
მოსწავლეებმა, შთამბეჭდავი წარმოდგენით, დედებს კიდევ ერთხელ დაუმტკიცეს უპირობო სიყვარული და მათ საუკეთესო სურვილებით მიულოცეს ეს დღე.
შთაბეჭდილებებით აღსავსე და ძალიან დასამახსოვრებელი აღმოჩნდა ღონისძება, რომელმაც ემოციების გარეშე არავინ დატოვა.
იხილეთ ფოტოები: