გორელოვკის N1 სკოლის მოსწავლეებმა საყვარელ ქალბატონებს გაზაფხულის დღესასწაულები დაუვიწყარი ღონისძიებით მიულოცეს
13-03-2024

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N1 საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი ღონისძიებები იმართება.

მათ შორის, სკოლაში, გაზაფხულის პირველი დღესასწაულები - 3 და 8 მარტი საზეიმოდ აღინიშნა. მოსწავლეებმა ღონისძიებაზე, იმღერეს, იცეკვეს, დედებზე ლექსები წაიკითხეს. მათ აღნიშნული აქტივობებით მიულოცეს 3 და 8 მარტი მასწავლებლებსა და დედებს.

აღსანიშნავია, რომ დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა საკუთარი ხელით დამზადებული მისალოცი ბარათები აჩუქეს დედებს, რამაც ისინი ძალიან გაახარა.

ბავშვები აქტივობებში დიდი ხალისით, ინტერესითა და ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ.

მსგავსი აქტივობები და ღონისძიბები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203