კერძო სკოლა „ჰელიოსის“ მოსწავლეებმა ქართულ კინომუსიკას საინტერესო ღონისძიება მიუძღვნეს
07-03-2024

კერძო სკოლა „ჰელიოსში“, სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი აქტივობებითა და შთამბეჭდავი ღონისძიებებითაა დატვირთული. 

ამჯერად, მრავალფეროვანი წარმოდგენა გაიმართა V კლასში.

„შეიძლება არ დაჰკვირვებიხართ, თუმცა ბევრი ცნობილი სიმღერა პირველად სწორედ ქართულ კინოში შესრულდა და მაყურებლის დიდი მოწონებაც დაიმსახურა.... მართალია, ქართული კინო უამრავ შედევრს აერთიანებს, მაგრამ ცალკე უნდა გამოვყოთ ქართული კინომუსიკა“, - სწორედ ამ იდეით განმსჭვალულმა მოსწავლეებმა, კინომუსიკას მრავალფეროვანი ღონისძიება მიუძღვნეს.

ღონისძიებაზე, მოსწავლეებმა ისაუბრეს ქართველ კომპოზიტორებზე, მუსიკის როლზე კინოში, ასევე უყურეს ფილმის იმ ეპიზოდებს, სადაც ცოცხლდება ქართული მუსიკა. 

დღე მოსწავლეებისთვის შთაბეჭდილებებით სავსე, ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203