
კერძო სკოლა „ჰელიოსში“ ქვეყნის ღირსშესანიშნაობებისა და ისტორიისადმი მოსწავლეთა ინტერესის გაღვივებას დიდი ყურადღება ეთმობა.
ამჯერად, Vა კლასის მოსწავლეები იმერეთის კულტურას გაეცნენ.
მოსწავლეებმა შეისწავლეს იმერეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარე, მოიძიეს ინფორმაცია იქ არსებული მატერიალური კულტურის ძეგლების შესახებ, გააკეთეს ჩანახატები და წარადგინეს კლასში.
თითოეული მოსწავლე დიდი ინტერესით იყო ჩართული სასწავლო პროცესში, მათთვის აღნიშნულ თემაზე მუშაობა ძალიან საინტერესო აღმოჩნდა.
„იმერეთი მდიდარია კულტურული ძეგლებითა და ბუნების მრავალფეროვნებით. აქ ვხვდებით სხვადასხვა პერიოდის უდიდესი ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის ძეგლებს“, - ასე შეაფასეს მოსწავლეებმა იმერეთის მხარე და არაერთი, აქამდე უცნობი ინფორმაცია მიიღეს.
იხილეთ ფოტოები: