მასწავლებლებს ვადა დღის ბოლომდე აქვთ - სასწავლო ტურზე რეგისტრაცია 25 თებერვლას სრულდება 
25-02-2024
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის „ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში ცხადდება რეგისტრაცია პროექტზე „რეგიონული სასწავლო ტური სპეციალური მასწავლებლებისთვის“.

რეგიონის სკოლაში დასაქმებულმა სპეციალურმა მასწავლებლებმა ვისაც სურვილი გაქვთ მიიღოთ მონაწილეობა პროექტში - „რეგიონული სასწავლო ტური სპეციალური მასწავლებლებისთვის“ საჭიროა გაიაროთ რეგისტრაცია 2024 წლის 25 თებერვლამდე.

რეგისტრაციისთვის გადადით მითითებულ ბმულზე: https://forms.gle/1tjunLLHm4JefQL76

  • პროექტის მიზანი: ინკლუზიური განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობა რეგიონებში.
  • პროექტის ამოცანა: რეგიონის სპეციალური მასწავლებლების ცოდნისა და პროფესიული უნარების გაუმჯობესება.
აუცილებელი პირობაა, რომ სპეციალურ მასწავლებელს ჰქონდეს მოქმედი ხელშეკრულება სკოლასთან და არ უნდა იყოთ წინა წლების რეგიონული სასწავლო ტურის მონაწილე.

დამატებითი დეტალებისთვის გადადით აქ
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203