„ჩვენ ვიცით ყველას სიყვარული“ - აფხაზეთის N12 საჯარო სკოლის III კლასში საინტერესო პროექტი განხორციელდა
23-02-2024

აფხაზეთის N12 საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი საინტერესო აქტივობა ეწყობა.

მათ შორის, III კლასში „მე და საზოგადოების“ ფარგლებში პროექტი - „ჩვენ ვიცით ყველას სიყვარული“ ჩატარდა. პროექტის მიზანი იყო ოთახის მცენარეების, ცხოველებისა და ფრინველების მოვლა-პატრონობა, მზრუნველობა და დაცვა, ასევე, ბუნებასთან სიახლოვე, არჩეული ცხოველისა თუ მცენარის მოვლაზე პასუხისმგებლობის გააზრება.

მოსწავლეებმა მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე, საინტერესო და ინფორმაციული პრეზენტაციები მოამზადეს, მათთვის უცნობ თუ ნაცნობ შინაურ ბინადარს გაეცნენ. გარდა ამისა, დეტალურად აღწერეს მათი თვისებები და მოვლის წესები. ასევე, მრავალფეროვნებისთვის ნახატები შექმნეს და ფოტოები ამობეჭდეს. მათ დისკუსია გამართეს და ისაუბრეს, რომელი ცხოველის არსებობაა სახლში შესაძლებელი და რომელი ბინადრის ყოლას ისურვებდნენ.

როგორც სკოლაში ამბობენ, მოსწავლეებმა პროექტის ბოლოს, ინფორმაცია გერმანელი კომპოზიტორის - ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის საბავშვო სიმღერა „ზაზუნას“ შექმნის შესახებ გაიგეს; ფრანგი მხატვარის - ანტუან ვატოს შექმნილი ფერწერული ტილო „სავოიელი მუსიკოსი ზაზუნით“ დაათვალიერეს. გარდა ამისა, ზურაბ ანჯაფარიძის შესრულებული არაჩვეულებრივი ვერსია „ზაზუნა“ მოისმინეს და ულამაზეს ჰანგებზე იცეკვეს კიდეც. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203