მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეხაინდრაოს საჯარო სკოლის მოსწავლეები ინგლისურ ენას საინტერესო და სახალისო აქტივობებით სწავლობენ, რაც მათი ცოდნის ხარისხზე აისახება. ცოდნასა და შესაძლებლობებს კი ბავშვები სხვადასხვა კონკურსებში წარმოაჩინენ და პედაგოგებს სიამაყის საფუძველს აძლევენ.
მოსწავლეებმა ამჯერად უცხოური ენის ცოდნა ინგლისური ენის მართლწერის კონკურსზე დაადასტურეს.
მოსწავლეები Spelling bee-ს პროექტში დიდი ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ და კარგი შედეგებიც აჩვენეს.
სკოლიდან Spelling bee-ს გამარჯვებულები არიან:
გამარჯვებულებს წამახალისებელი სერტიფიკატები გადაეცათ.
Spelling bee ამერიკული პროექტია, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები ერთმანეთს მართლწერაში ეჯიბრებიან.
აღნიშნული კონკურსი (თამაში) ემსახურება მოსწავლეების მართლწერის უნარების შემოწმებასა და გაუმჯობესებას.
იხილეთ ფოტოები: