ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლე ლიზი უკლება საერთაშორისო პროგრამით 3 კვირას ვაშინგტონში გაატარებს
23-02-2024

ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საერთაშორისო ოლიმპიადასა და პროგრამაში აქტიურათ ერთვებიან, სადაც წარმატებას აღწევენ.

ერთ-ერთი ასეთი წარჩინებული მოსწავლეა მე-11 კლასელი ლიზი უკლება, რომლის დამრიგებელი ფიქრია მაჩიტიძე გახლავთ. ის, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის ბიურომ 2024 წლის ლიდერობის პროგრამის (On-Demand Youth Leadership Program: Community Service(ODYLP)) მონაწილედ შეარჩია.

პროგრამის ფარგლებში, 15-18 წლის 20 ახალგაზრდა საქართველოდან და 2 მენტორი, 3 კვირას გაატარებს ვაშინგტონის შტატში.

სკოლაში მოსწავლის წარმატებით ამაყობენ და მას კვლავ წინსვლას უსურვებენ.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში, მოსწავლეთა წარმატებას მუდამ მხარს უჭერენ.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203