წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ოქროსფერ შემოდგომას ღონისძიებებით შეასხეს ხოტბა 
04-12-2023

წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი შემეცნებითი, საინტერესო და შემოქმედებითი აქტივობებითაა დატვირთული, რომლებშიც ბავშვები დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან.

ამჯერად, სკოლაში, როგორც გვიყვებიან მხიარულმა გოგო-ბიჭებმა ბარაქიანი შემოდგომა ღონისძიებებით გააცილეს.

მათ საკლასო ოთახები ლამაზად, ოქროსფერ ფერებში მორთეს.

„შემოდგომის ჭრელა-ჭრულა ფერებში და შემოდგომის ნობათით გალამაზებული იყო საკლასო ოთახები“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ზეიმზე მოსწავლეებმა იმღერეს, იცეკვეს, ლექსები წაიკითხეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს. 

„ბავშვებმა შემოდგომის მრავალფეროვნება ლექსებით, სიმღერებითა და ცეკვებით გაალამაზეს. მათ წაიკითხეს სტატიები იმის შესახებ, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა“, - გვიყვებიან სკოლაში.

ბავშვებმა აღნიშნულ დღეს სკოლის ჰიმნი შეასრულეს, იმხიარულეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

ღონისძიებებს მშობლები და მასწავლებლები ესწრებოდნენ, რომლებიც მოსწავლეთა შემოქმედობითობით მოიხიბლნენ.

ზეიმს მუსიკალურად მუსიკის მასწავლებელი ხათუნა იობაშვილი აფორმებდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203