ქსოვრისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომის სიუხვესა და მრავალფეროვნებას ხოტბა შეასხეს
04-12-2023

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომის სიუხვე და მრავალფეროვნება ღონისძიებაზე წარმოადგინეს. 

V კლასის მოსწავლეებმა დამრიგებლის - სოფიო მაისურაძის ხელმძღვანელობით ჩაატარეს საკლასო ღონისძიება - „ერთად გავაცილოთ ბარაქიანი შემოდგომა“. მოსწავლეებმა შეასრულეს სიმღერები და მხატვრულად წაიკითხეს ლექსები შემოდგომაზე.

მეხუთეკლასელებმა მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით ხოტბა შეასხეს შემოდგომის მშვენიერებას და შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

აღსანიშნავია, რომ ქსოვრისის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების წარმოჩენა-განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203