მასწავლებლების რაოდენობა 1400-ით გაიზარდა - სკოლებში დასაქმებულია 63 700 პედაგოგი
01-12-2023

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2023-2024 სასწავლო წლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მაჩვენებლები გამოაქვეყნა.

ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის დასაქმებულია 63.7 ათასი პედაგოგი და ეს მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით გაზრდილია.

„2023/2024 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებული იყო 63.7 ათასი მასწავლებელი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 2.2 პროცენტით მეტია. მასწავლებელთა უმრავლესობას ქალები შეადგენენ, კერძოდ,  პედაგოგების რიცხოვნობაში ქალების წილი 87.5 პროცენტი, ხოლო კაცების წილი 12.5 პროცენტია“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის: 2019-2020 სასწავლო წელს პედაგოგების რაოდენობა 63.8 ათასი იყო, შემდეგ - 2020-2021 სასწავლო წელს 62.7 ათასი, 2021-2022 სასწავლო წელს 63 ათასი. 2022-2023 სასწავლო წელს 62.3 ათასი, ხოლო მიმდინარე სასწავლო წელს სკოლებში დასაქმებული მასწავლებლების რაოდენობა ჯამში 1400-ითაა გაზრდილი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203