საგამოცდო განრიგი და პროგრამა ცნობილია
23-09-2023

უმაღლეს და ზოგიერთ საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთათვის დამტკიცდა პროფესიული ტესტირების განრიგი.

ტესტირება საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში (ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია) 23 სექტემბერს, ხოლო წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში 24 სექტემბერს ჩატარდება.

დეტალური ინფორმაცია პროფესიული ტესტირების ჩატარების ადგილისა და დროის შესახებ მითითებულია საგამოცდო ბარათზე, რომელიც განთავსებულია ვებგვერდზე – vet.emis.ge. აუცილებელია, აპლიკანტმა პროფესიულ ტესტირებაზე თან იქონიოს  პირადობის (ბინადრობის) მოწმობა/პასპორტი ან სხვა დოკუმენტი, რომელშიც მოცემულია პირის ფერადი ფოტოსურათი, სახელი, გვარი და პირადი ნომერი.

შეგახსენებთ, რომ პროფესიული ტესტირების გავლა სავალდებულოა, შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნით.

2023 წელს თითოეული ტესტის მაქსიმალური ქულაა 30 და აპლიკანტს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება მაქსიმალური ქულის 15%-ის დაგროვების შემთხვევაში. ტესტირებისთვის გამოყოფილი დრო შეადგენს 1 საათსა და 30 წუთს.

საგამოცდო პროგრამები და ტესტურ დავალებათა ნიმუშები განთავსებულია vet.emis.ge-ზე და სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203