„ჟრიამულითა და ფერადი ბუშტებით აავსეს სკოლა თვალხატუალა გოგო-ბიჭებმა“-  მანავის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო
19-09-2023
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავის საჯარო სკოლაში ახალი, 2023-2024 სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში დაიწყო. 

გაიმართა ღონისძიება, რომლის მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი მონდომებით, ხალისითა და შემართებით ჩაერთნენ. მათ მრავალფეროვანი ნომრები შეასრულეს, იცეკვეს, იმღერეს, ლექსები წაიკითხეს და შესაძლებლობები გამოავლინეს. როგორც სკოლაში ამბობენ, განსაკუთრებული მოწონება ტყუპების - ნინი და ლიზი როსტიაშვილების შესრულებულმა მუსიკალურმა ნომრებმა დაიმსახურა. 

სასკოლო საზოგადოებას სიტყვით სკოლის დირექტორმა ლეილა ყორღანაშვილმა მიმართა, მან ეს მნიშვნელოვანი დღე ყველას მიულოცა და წარმატებები უსურვა.

სკოლაში საქართველოს დროშა აღმართეს და სახელმწიფო ჰიმნი გააჟღერეს. ასევე, კუთვნილი კომპიუტერები და წიგნები გადაეცათ პირველკლასელებსაც.

„ისევ მხიარული ჟრიამულით და ფერადი ბუშტებით აავსეს მანავის საჯარო სკოლა თვალხატუალა გოგო-ბიჭებმა, ისევ დიდი სიყვარულით და დიდი მოლოდინებით შეეგებნენ პედაგოგები ერთი წლით გაზრდილ მოსწავლეებს, ახალი წარმატებების, სასიკეთო ცვლილებების, ახალი ოცნებების წელი უსურვეს.
საზეიმო ღონისძიებას სიტყვით მიმართა სკოლის დირექტორმა, ლეილა ყორღანაშვილმა. მან ბავშვებს, მასწავლებლებსა და მშობლებს მიულოცა და ნაყოფიერი სასწავლო წელი უსურვა. დირექტორმა პედაგოგებს განათლებული, საკუთარი და სამშობლოს ოცნებებისათვის მებრძოლი მომავალი თაობის აღზრდა, ეფექტური სასწავლო მეთოდებითა და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საგაკვეთილო პროცესებისათვის მზაობა უსურვა“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203