პატარა სამსარის საჯარო სკოლის მე-4 კლასის დამრიგებელმა მოსწავლეებს პირველი სასწავლო დღე საინტერესო და სახალისო აქტივობებით გაულამაზა 
19-09-2023
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა სამსარის საჯარო სკოლაში ახალი, 2023-2024 სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში დაიწყო. 

პედაგოგები მოსწავლეების განსაკუთრებული მონდომებით ემზადებოდნენ - საკლასო ოთახებში შესაბამისი დეკორაცია განათავსეს და იზრუნეს, რომ სასწავლო წლის პირველი დღე მათთვის დაუვიწყარ მოგონებად ექციათ. სწორედ ასე მოიქცა მე-4 კლასის დამრიგებელი თაქუჰი პაპოიანი, რომელმაც მოსწავლეებს მრავალფეროვანი აქტივობები შესთავაზა და ეს მნიშვნელოვანი დღე გაულამაზა. 

სკოლაში მონატრებული მოსწავლეები და პედაგოგები ახალი სასწავლო წლის დაწყებას ერთმანეთს ულოცავდნენ და წარმატებებს უსურვებდნენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203