მარელისის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა დასახვედრად განსაკუთრებულად მოემზადნენ 
19-09-2023
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარელისის საჯარო სკოლა ახალი სასწავლო წლის დაწყებას მომზადებული შეხვდა. 

სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა დასახვედრად განსაკუთრებულად მოემზადნენ და ბავშვებს საზეიმოდ მორთული სასწავლო სივრცე დაახვედრეს, მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქეს. 

პირველი სასწავლო დღე განსაკუთრებით ემოციური იყო პირველკლასელებისთვის, მათ კუთვნილი ბუკები და სახელმძღვანელოები საზეიმო ვითარებაში გადაეცათ. პედაგოგებმა პატარებს სასკოლო ცხოვრების პირველი ნაბიჯები დაულოცეს და ბედნიერი და ნაყოფიერი სასწავლო წლები უსურვეს. 

სკოლის დირექცია მთელ სასკოლო საზოგადოებას სწავლის განახლებას კიდევ ერთხელ ულოცავს, პედაგოგებს კი სასწავლო გარემოს გალამაზებისთვის მადლობას უხდის. 

„ბედნიერი სასწავლო წელი, არაჩვეულებრივ გუნდს არაჩვეულებრივ გარემოში“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

აღსანიშნავია, რომ მარელისის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციაზე ყოველთვის აქტიურად ზრუნავენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203