„ვულოცავთ ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოსწავლეს, მასწავლებელსა და მშობელს ახალი სასწავლო დღის დაწყებას, ვუსურვებთ წარმატებულ, ნაყოფიერ, საინტერესო სასწავლო წელს. მუშაობას ვიწყებთ დიდი მოლოდინებით და იმედით ჩვენი საერთო მიზნების მისაღწევად“, - აღნიშნა დირექტორმა.
ღონისძიებაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ პირველი კლასის დამრიგებელი - ვოსკეჰატ ანტანოსიანი და მშობლები. დამრიგებლებმა მოსწავლეების დასახვედრად საკლასო ოთახები სადღესასწაულოდ მორთეს და საზეიმო გარემო შექმნეს. აღსანიშნავია, რომ მათ ყველას მოსწავლეს მადლობის სიგელი დაურიგეს.
ეს დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო პირველკლასელთათვის, რომელთათვისაც ცხოვრების ახალი ეტაპი დაიწყო.
სკოლაში მოსწავლეთა განწყობის ამაღლებას მუდამ მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
იხილეთ ფოტოები: