მუსხის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის დაწყება საზეიმოდ აღინიშნა 
19-09-2023
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუსხის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება საზეიმო ვითარებაში აღნიშნეს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეები და პედაგოგები აღფრთოვანებით შეხვდნენ ერთმანეთს. ბავშვებმა წაიკითხეს ლექსები, იმღერეს, იცეკვეს და გაალამაზეს დღე. მასწავლებლებმა მათ სახალისო და საინტერესო აქტივობები შესთავაზეს და სწავლის დაწყების პირველი დღე დღესასწაულად უქციეს. 

15 სექტემბერი განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო პირველკლასელებისთვის, მათ, ტრადიციულად, ბუკები და სახელმძღვანელოები საზეიმოდ გადაეცათ. ახალციხის მერიისგან კი საკანცელარიო ნივთებით დაჯილდოვდნენ. 

სასწავლო წლის დაწყება სასკოლო საზოგადოებამ ერთად იზეიმა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203