წესის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყეს
18-09-2023

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წესის საჯარო სკოლაში ახალი, 2023-2024 წლის დაწყება საზეიმო ვითარებაში აღინიშნა.

სკოლის დირექტორმა, რუსუდან რეხვიაშვილმა სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს, მშობლებს, პედაგოგებს მიულოცა და მათ წარმატებული სასწავლო წელი უსურვა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ეს დღე განსაკუთრებული ემოციებით აღსავსე იყო პირველკლასელებისთვის, რომლებსაც საზეიმო ვითარებაში კომპიუტერები და სახელმძღვანელოები გადაეცათ. მათთვის პედაგოგებმა კი საკლასო ოთახები სადღესასწაულოდ მორთეს.

„ბავშვებმა თვალებგაბრწყინებულებმა და ყვავილებით ხელდამშვენებულებმა შემოაბიჯეს ცხოვრების ახალ ეტაპზე და საქართველოს ჰიმნის ფონზე, საქართველოს დროშა აღმართეს“, - გვიყვებიან სკოლაში.

ეს დღე როგორც მოსწავლეებისთვის, ისე პედაგოგებისთვის დასამახსოვრებელი იყო.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203