ჯვარის N3 საჯარო სკოლაში ახალი, 2023-2024 სასწავლო წლის დაწყება აღინიშნა
18-09-2023
მელიტონ ქანთარიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის, ჯვარის N3 საჯარო სკოლაში ახალი, 2023-2024 სასწავლო წელი დიდი ზარ-ზეიმით დაიწყო. 


მოსწავლეებს დირექტორი - ეკატერინე ქარდავა და პედაგოგები ამაღლებული განწყობით დახვდნენ. მათ ბავშვებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.

სკოლის დერეფანში ბავშვებმა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულეს და ახალ სასწავლო წელს მოტივირებულები შეხვდნენ.

ეს დღე ემოციური და დასამახსოვრებელი იყო როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე პედაგოგებისთვის. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა განწყობის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203