სასწავლო წლის საზეიმო დასაწყისი ხევაშენის საჯარო სკოლაში
18-09-2023

2023-2024 სასწავლო წელი ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევაშენის საჯარო სკოლაში საზეიმო ვითარებაში დაიწყო.

სახელმწიფო ჰიმნის შესრულების შემდეგ, სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა - ცისანა ობოლაძემ, მისალოცი სიტყვით მიმართა შეკრებილ მოსწავლეებს, მშობლებსა და ადიგენის მუნიციპალიტეტიდან მისულ სტუმრებს.

შემდეგ, პირველი და უფროსი კლასი მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, მუსიკალური ნომრები შეასრულეს და სასკოლო ცხოვრებას ამაღლებული განწყობით დაუბრუნდნენ. 

მასწავლებლები და კლასის დამრიგებლები სხვადასხვა სახალისო აქტივობებით დახვდნენ მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის პირველ დღეს.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიების დასასრულს, სკოლის ხელმძღვანელმა პირველკლასელებს სასკოლო ბუკები და სხვა საჩუქრები საზეიმოდ გადასცა. 

იხილეთ ფოტოები: 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203