ხევაშენის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „მოხალისეთა ფორუმი“ ჩაატარეს
18-09-2023

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევაშენის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - თათია მსხვილიძემ, ხატია მსხვილიძემ და რატი ენდელაძემ, SKYE კლუბის, SKYE CHANGES-ის სხვა წევრებთან ერთად „მოხალისეთა ფორუმი“ გამართეს. 

აღსანიშნავია, რომ „მოხალისეთა ფორუმი“ ადიგენის ახალგაზრდულ ცენტრში მოეწყო.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ფორუმი „სამცხე-ჯავახეთის განვითარების ცენტრის“ პროექტის - „ხარისხიანი სოციალური მომსახურებები - ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების უკეთესი წვდომა მე-2 ფაზა“ ფარგლებში ჩამოყალიბებული SKYE კლუბების, კერძოდ კი, ადიგენის - SKYE CHANGES მიერ განხორციელდა.

აღსანიშნავია, რომ პროექტის მიზანი ადიგენში მცხოვრებ ახალგაზრდებში მოტივაციის გაზრდა იყო, რათა მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩართულიყვნენ.

„მოხალისეთა ფორუმს“, ადიგენისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები SKYE კლუბის, SKYE CHANGES, აქტიური წევრები არიან, ხოლო თათია მსხვილიძე კლუბის მოხალისე ლიდერი გახლავთ. 

იხილეთ ფოტოები: 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203