მე-9-მე-12 კლასებში მინისტრი ცვლილებებს აანონსებს - დეტალები
18-09-2023
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა ზოგადი განათლების საფეხურზე დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სკოლის დასრულებასთან ერთად, მოსწავლეს უკვე ექნება ერთი კონკრეტული პროფესია.

გიორგი ამილახვარმა ცვლილებების დანრეგვის პერიოდზე საუბარს თავი აარიდა, თუმცა აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში მასშტაბური პრეზენტაცია გაიმართება. 


„უახლოეს მომავალში, (გთხოვთ ნუ მათქმევინებთ)  ძალიან დიდ შინაარსობრივ ცვლილებებს ვგეგმავთ სასწავლო პროგრამაში. ეს განსაკუთრებით შეეხება მე-9, მე-10, მე-11 და მე-12  კლასებს ანუ ზოგადი საფეხურის ნაწილს, სადაც გვინდა მეტი არჩევითობა შევთავაზოთ ბავშვებს თავიანთი ინტერესების მიხედვით.

ეს ეხება კონკრეტულ მიმართულებებს, მაგალითად თუ საბუნებისმეტყველო მიმართულებებით უნდათ დამუშავება და ამ მიმართლების გაყოლა გსურთ, რა თქმა უნდა, არ იგულისხმება რომ პარალელურად ქართულს ან სხვა საგანს არ ისწავლით.. ან პირიქით თუ ჰუმანიტარულისკენ გაქვთ მიმართულება [მას გაყვებით]. შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ, პარქტიკულად გვინდა, პროფესიული განათლება სავალდებულო ნაწილად გავახადოთ ზოგად განათლებაში. 

მაღალ კლასებში დავნერგოთ ე.წ. ინტეგრირებული პროგრამები; ეს იქნება არჩევითი, თუმცა, ვფიქრობთ, ძალიან ბევრი აირჩევს, რომ ზოგადი განათლების ატესტათან ერთად უკვე ჰქონდეს შეძენილი ერთი კონკრეტული პროფესია, თავისი ანაზღაურებით, დასაქმებით და შემდგომ უკვე გადაწყვიტოს, თუ  სურვილი აქვს, გააგრძელოს, უმაღლესი განათლების მიიღება ან დარჩეს პროფესიულ განათლებაში. ეს არის ზოგადად, თუმცა უფრო ვრცლად ალბათ უახლოეს პერიოდში გვექნება პრეზენტაცია“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203