თანხის გადაუხდელობის გამო სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს არსებული დავალიანება გაუნულდებათ
15-09-2023
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ფინანსური დავალინების მიზეზით სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს არსებული დავალიანება გაუნულდებათ - აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი მთავრობის სხდომაზე გახდა. 

პრემიერის გადაწყვეტილება 30 000-მდე სტუდენტს შეხება. დავალიანების ჯამური მოცულობა კი 40 მილიონამდე ლარია.

„სტატუსშეჩერებული სტუდენტების საკითხი მოვიკითხე და განათლების მინისტრისგან მოვისმინე დეტალური ინფორმაცია. დაახლოებით 30 ათასამდე სტუდენტს ფინანსური დავალიანების გამო შეჩერებული აქვს სტატუსი. ამიტომ ჩემი გადაწყვეტილებით, ყველა ამ სტუდენტს, ვისაც სტატუსი აქვს შეჩერებული, გაუნულდებათ დავალიანება და მათ შეეძლებათ, რომ აღადგინონ სტატუსი და გააგრძელონ სწავლა. 40 მლნ ლარის დავალიანებაა. მინდა მივმართო ჩვენს - მინისტრებს განათლებისა და ფინანსთა მინისტრებს, რომ შედგეს კომუნიკაცია და სასწრაფოდ მოგვარდეს აღნიშნული საკითხი. მნიშვნელოვანია, სტუდენტებს მიეცეთ, საშუალება კვლავ შეძლონ გააგრძელონ სწავლა”, - განაცხადა პრემიერმა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203