ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი შთამბეჭდავი ღონისძიება ფოლადაანთკარის საჯარო სკოლაში 
02-06-2023

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოლადაანთკარის საჯარო სკოლაში, ბავშვთა დაცვის დღე შთამბეჭდავად აღინიშნა.

ამ დღესთან დაკავშირებით სკოლაში სახალისო ღონისძიება მოეწყო, რომელშიც სკოლის დირექტორი ნანა გორგიშელი აქტიურად იყო ჩართული.

„ეს დღე ჩვენია!“ - ასეთი იყო მოსწავლეთა გზავნილი.

მოსწავლეებმა იმხიარულეს, ბევრი ითამაშეს, ანიმატორთან ერთად დაუვიწყარი დრო გაატარეს და ბოლოს სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

ბავშვები ამ დღის არსსა და მნიშვნელობას გაეცნენ და მისი დაარსების ისტორია მოისმინეს.

იხილეთ ფოტო და ვიდეომასა:



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203