გოკიოს საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეება სასწავლო წელი ღონისძიებით დაამთავრეს
02-06-2023
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოკიოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე პირველი კლასიდან აქტიურად ზრუნავენ. ამისთვის პედაგოგები სწავლებისას თანამედროვე მიდომებსა და აქტივობებს იყენებენ.

შესაბამისად, პატარა მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი საინტერესო და ამავდროულად, სახალისოცაა. ამჯერად, მათ პირველი კლასი დაამთავრეს, რასთან დაკავშირებითად მრავალფეროვანი ღონისძიება გაიმართა. მოსწავლეები საზეიმოდ გამოეწყვნენ, შესაძლებლობები წარმოაჩინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

მათ სასწავლო წლის განმავლობაში ნასწავლი მასალა გაიხსენეს, მასწავლებლებს მადლობა გადაუხადეს და სკოლას სექტემბრამდე დაემშვიდობნენ. 

ღონისძიების ხელმძღვანელები დაწყებითი კლასის პედაგოგი - ნარინე გალსტიანი და ქართული ენის პედაგოგი - არეგნაზ ქალაშიანი იყვნენ. 

„ჩვენ ვისწავლეთ და დავამთავრეთ როგორც მშობლიური სომხური ენის, ასევე სახემწიფო - ქართული ენის ასოები“,- აღნიშნავენ მოსწავლეები.

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:





 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203