ქვენობნის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე საინტერესო და სახალისო აქტივობებით აღინიშნა
02-06-2023
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობნის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე იზეიმეს.

ეს დღე სხვადასხვა აქტივობით იყო დატვირთული. გაიმართა ღონისძიება, რომელშიც სკოლის ყველა მოსწავლე დიდი ხალისით, მონდომებითა და ინტერესით ჩაერთო. პედაგოგემა იზრუნეს, რომ მათთვის ეს დღე დაუვიწყარ დღესასწაულად ექციათ. 

აღსანიშნავია, რომ საზეიმო განწობას ფერადი ბუშტები კიდევ უფრო ამაღლებდა. 

სკოლის პედაგოგები ამ დღეს მსოფლიოში ყველა ბავშვს ულოცავენ და ბედნიერ, ღიმილიან მომავალს უსურვებენ.

შეგახსენებთ, რომ 1-ელ ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა, ხოლო 1950 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203