„ანბანის გაცილება“- შავღელეს საჯარო სკოლის პირველკლასელთა საზეიმო ღონისძიება 
25-05-2023
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეს საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. 

პირველ კლასში ღონისძიება - „ანბანის გაცილება“ ჩატარდა, რომელშიც როგორც მშობლები, ისე მოსწავლეები და მასწავლებლები ჩაერთნენ. მოსწავლეებმა შესაძლებლობები წარმოაჩინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ცოდნა წარმოაჩინეს. 

ღონისძიებას ქართული ენის პედაგოგი ლია მამულაძე და კლასის დამრიგებელი ქეთო დარჩიძე ხელმძღვანელობდნენ. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე პირველივე კლასიდან ზრუნავენ. ამისთვის პედაგოგები სწავლებისას თანამედროვე მიდომებსა და აქტივობებს იყენებენ. შესაბამისად, პატარა მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი საინტერესო და ამავდროულად, სახალისოცაა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203