ნავარძეთის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი სპორტული, კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებებით დაგვირგვინდა 
19-06-2024

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნავარძეთის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის ბოლო კვირა სპორტული, კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებებით იყო დატვირთული. 

პირველი დღე სპორტულ ღონისძიებებს დაეთმო, სპორტის მასწავლებელმა, ვალერი სარალიძემ V-VI კლასები „მხიარული სტარტებში“, შეაჯიბრა ერთმანეთს, მასწავლებელმა ბავშვებს აუხსნა, რომ შეხვედრა გასართობი ხასიათის თამაშობებს აერთიანებდა, რომ „გამარჯვება და დამარცხება ძმებია“ და მისი მიმღებლობა უნდა შეგვეძლოს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, შეჯიბრი ძალიან საინტერესო, აზარტული და მხიარული აღმოჩნდა. ბავშვებიმა დიდი ინტერესი, სურვილი და შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინეს.

აღსანიშნავია, რომ გამარჯვება VI კლასის მოსწავლეებს ხვდათ წილად.

მასწავლებელმა და მოწინააღმდეგე გუნდმა მიულოცეს მათ გამარჯვება და გამოთქვეს იმედი, რომ „მხიარული სტარტები“, ტრადიციულად მომდევნო სასწავლო წელსაც გაიმართება სკოლაში.

ბავშვებმა მადლობა გადაუხადეს მასწავლებელს, რომ ამ სტარტებს საბას სახელი მიანიჭა: „ამით უკვდავვყოფთ ჩვენი მეგობრის სახელს“, - აღნიშნეს პატარებმა. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203