ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში საგნობრივი კონფერენცია გაიმართა
19-06-2024

ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში 2023-2024 სასწავლო წელი გაჯერებული იყო შემეცნებითი და მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო ინიციატივებით, რომლის მიზანიც მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება და განმტკიცება იყო. 

ახლახან, სკოლაში ჩატარდა საგნობრივი კონფერენცია, მასში აქტიურად ჩაერთო ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა, რომლის ხელმძღვანელი ცირა კუბლაშვილი გახლავთ. 

აღსანიშნავია, რომ კონფერენციაში მონაწილეობდა 14 მოსწავლე, მასწავლებლების: ნანა ამბროლაძის, ცირა კუბლაშვილისა და დოდო ქათამაძის ხელმძღვანელობით. 

კონფერენციის შედეგები შეჯამდა და გამოვლინდნენ გამარჯვებული მოსწავლეები.

დღის ბოლოს კი, კონფერენციაში მონაწილე მოსწავლეებსა და მათ ხელმძღვანელებს გადაეცათ სერტიფიკატები.

 იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203