ეკის საჯარო სკოლაში, მაგიდის ჩოგბურთში, შიდასასკოლო ჩემპიონატი ჩატარდა
20-05-2024

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ეკის საჯარო სკოლაში სპორტული ცხოვრება წახალისებულია. შესაბამისად, სკოლაში იმართება არაერთი ღონისძიება, რაც სწორედ სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას ემსახურება. 

ახლახან, ეკის საჯარო სკოლაში ჩატარდა შიდა სპორტული ჩემპიონატი მაგიდის ჩოგბურთში.

შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ მე-6, მე-7, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეები. ჩემპიონატი საინტერესოდ, მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით წარიმართა. მოზარდებმა დიდი შემართებით იასპარეზეს. 

ტურნირის გამარჯვებული გახდა მე-8 კლასის მოსწავლე ლუკა აბურჯანია. მეორე ადგილი დაიკავა ნიკოლოზ ცხვიტავამ, ხოლო მესამე ადგილი წილად ხვდა მათე ქვარცხავას.

სკოლის დირექცია წარმატებებს უსურვებს მოსწავლეებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203