ქუთაისის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეთა მორიგი საქველმოქმედო აქცია
19-04-2024

ქუთაისის N7 საჯარო სკოლაში ღირესულ მოქალაქეებს ზრდიან და საგნობრივ ცოდნასთან ერთად, კაცთმოყვარეობასა და სიკეთის კეთებას ასწავლიან. 

სწორედ ამ მოტივით, სასკოლო საზოგადოება ერთიანდება დევიზის - „სიკეთე სანაცვალგარდოა“, ირგვლივ და აქტიურად მართავს საქველმოქმედო აქციებს. 

ამჯერად, სკოლაში „მეწარმეობის ბაზრის“ გამართვის შემდეგ განხორციელდა საქველმოქმედო ღონისძიება.

მოსწავლეთა თვითმმართველობისა და სამოქალაქო კლუბის - „მე და სამართლიანი სამყაროს“, წევრებმა - თამარ კვიტატიანმაანამარია არიშვილმა, ბარბარე ბერეკაშვილმა და ბარბარე გუდაძემ, ითანამშრომლეს „უქიმერიონის“ ადმინისტრაციულ ცენტრთან საქველმოქმედო მიზნით და სკოლის სახელით, სოციალურად დაუცველ ოჯახს, დაეხმარნენ. 

აღსანიშნავია, რომ აქტივობის მიზანი: მოსწავლეებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება; ემპათიის გრძნობისა და თანამშრომლობითი უნარების განვითარება იყო. 

საქველმოქმედო აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ინგა კვერნაძე და ზაიარა ტყაბლაძე. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203