მრავალფეროვანი ღონისძიება და კულინარიული ფესტივალი ეშტიის N2 საჯარო სკოლაში
19-04-2024

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N2 საჯარო სკოლაში გაიმართა მრავალფეროვანი ღონისძიება სახელწოდებით - „გაზაფხული - სიყვარულია დედაჩემს გულში“. 

ღონისძიება მე-5 კლასში ჩატარდა და მასში მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ, იმღერეს, იცეკვეს და ლექსები მხატვრულად წაიკითხეს. 

აღსანიშნავია, რომ ღონისძიების შემდეგ ჩატარდა ფესტივალი - „მეგრული სამზარეულო“, რომელიც  ხალხურ ცეკვით დაგვირგვინდა. 

ბოლოს კი, მოსწავლეები სიგელებით დასაჩუქრდნენ. 

აღსანიშნავია, რომ ღონისძიება ისტორიის მასწავლებლის სვეტლანა აროიანის ხელმძღვანელობით გაიმართა და სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203