ამერიკული საერთაშორისო სკოლა-კოლეჯ „პროგრესის“ მოსწავლეთა დიპლომატიური სასწავლო ვიზიტი ბრიუსელში
19-04-2024
ამერიკული საერთაშორისო სკოლა-კოლეჯი „პროგრესის“ მოსწავლეები ბრიუსელში, ევროკავშირის ინსტიტუციებს, დიპლომატიური სასწავლო ვიზიტით ეწვივნენ. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეები მსჯელობდნენ დღევანდელ აქტუალურ თემებზე, ესწრებოდნენ ორგანიზაციულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებს, სადაც განიხილავდნენ სხვადასხვა ორგანოების ფუნქციებსა და დანიშნულებებს.

ასევე მოსწავლეებმა მოინახულეს პროვინციის დედაქალაქი - ბრიუგე. 

„მომავალი პროგრესელებისაა!“, - ამ დევიზით, მოსწავლეებმა დაუვიწყარი დღეები გაატარეს და მნიშვნელოვანი გამოცდილება მიიღეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203