წერეთელის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეებმა ვაჟა-ფშაველას შემოქმედებას შთამბეჭდავი გაკვეთილი მიუძღვნეს
19-04-2024

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად და საინტერესოდ მიმდინარეობს. 

ამჯერად, X კლასის მოსწავლეებმა დაასრულეს ვაჟა-ფშაველას შემოქმედების ერთი ნაწილი, რომელსაც საინტერესო გაკვეთილი მიუძღვნეს.

გაკვეთილზე მათ საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულეს, შემდგომ კი საინტერესო ინფორმაციები გაუზიარეს ერთმანეთს.

„კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი“,  „თემი და პიროვნება“, „ბუნება ვაჟას შემოქმედებაში“, „ჰუმანიზმი და ბრძოლა პიროვნული თავისუფლებისთვის“ - ეს ის თემები იყო, რომლებზეც, როგოც სკოლაში გვიყვებიან, სიამოვნებით საუბრობდნენ მასწავლებელიც და მოსწავლეებიც.

„X კლასი ჩემი საუკეთესოები!“, - ასე მოიხსენიებს მეათეკლასელებს სკოლის დირექტორი მარინა მაჭარაშვილი.

მსგავსი გაკვეთილები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203