2024 წლის ჩოხატაურის „ეტალონი გუნდი“ გამოვლინდა
18-04-2024
„ეტალონის“ გუნდი ამჯერად გურიას ესტუმრა. 18 აპრილს, შუა ამაღლების საჯარო სკოლაში ჩოხატაურელმა მოსწავლეებმა და მათმა გულშემატკივრებმა მოიყარეს თავი. 

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში მუნიციპალიტეტის სკოლების მე-6 და მე-7 კლასელებისგან დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობდნენ. 2024 წლის „ჩოხატაურის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის რთმანეთს მუნიციპალიტეტის 19 სკოლის 95 მოსწავლე ეჯიბრებოდა. 

ღონისძიებას „ეტალონის“ ავტორი და უცვლელი წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა. მონაწილე გუნდებს კი ადგილობრივი ხელისუფლების, საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები გულშემატკივრობდნენ.

კონკურსის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს და წარმატებები უსურვეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ მაია კუტუბიძემ, მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის წარმომადგენელმა ეკატერინე გურჯიშვილმა და ჩოხატაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა შორენა სიხარულიძემ.

ღონისძიების მსვლელობისას, სპეციალური დიპლომებით დაჯილდოვდნენ izrune.ge-ში ჩართული გამორჩეულად წარმატებული მოსწავლეებიც.


20 კითხვის შედეგებით კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ:

2024 წლის „ჩოხატაურის ეტალონი გუნდის“ წოდება და პირველობა მოიპოვა წიფნარის საჯარო სკოლის გუნდმა 82 ქულით.  გუნდს ხელმძღვანელობდა VII კლასელი გიორგი მეფარიშვილი, ხოლო შემადგენლობაში შედიოდნენ ელენე კიკვაძე VI კლასი, გვანცა მეფარიშვილი VI კლასი, ნინი ახალაძე VI კლასი და გიორგი მიგრიაული VII კლასი.

მეორე ადგილზე 80 ქულით გავიდა გოგოლესუბნის საჯარო სკოლის გუნდი VII კლასელი მერაბ სიხარულიძის კაპიტნობით. გუნდის შემადგენლობაში იყვნენ: სალომე სიხარულიძე VII კლასი, გაბრიელ რამიშვილი VI კლასი, ნანა სიხარულიძე VI კლასი და ნიკოლოზ სიხარულიძე VI კლასი. 

მესამე ადგილი კი მოიპოვა ბუკისციხის საჯარო სკოლის გუნდმა 79 ქულით. გუნდს ხელმძღვანელობდა VII კლასელი ნინო სიხარულიძე, შემადგენლობაში კი შედიოდნენ: საბა სიხარულიძე VII კლასი, იოანე სიხარულიძე VII კლასი, ბარბარე სიხარულიძე VI კლასი და ნანული ბოლქვაძე VI კლასი.


ღონისძიების სრული ფოტოკოლაჟი იხილეთ ბმულზე



ასევე იხილეთ:

ჩოხატაურში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203