დილისკის N2 სკოლაში ქართული ენის დღე საინტერესოდ აღინიშნა 
18-04-2024
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკის N2 საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს ყოველთვის შესაბამისი აქტივობებით აღნიშნავენ. 

სასკოლო საზოგადოების ყურადღების მიღმა, რასაკვირველია, არც ქართული ენის დღე დარჩენილა. თარიღთან დაკავშირებით, სკოლაში, სხვადასხვა კლასის მოსწავლეების მონაწილეობით, ულამაზესი დღესასწაული გაიმართა. მათ ლამაზი სიმღერები შეასრულეს, იცეკვეს და ლექსები წაიკითხეს.

გარდა ამისა, კალიგრაფიის კონკურსიც გაიმართა. მასწავლებლებმა სამი საუკეთესო ნამუშევარი აირჩიეს, გამარჯვებული მონაწილეები კი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

„ეს იყო დიდი შთაგონება ჩვენი მოსწავლეებისთვის“,- ამბობენ სკოლაში. 

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203