გუმბრინის საჯარო სკოლაში, დედაენის კვირეულის ფარგლებში, კალიგრაფიის კონკურსი გაიმართა
16-04-2024

გოჩა წულაიას სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბრინის საჯარო სკოლის ცხოვრება მრავალფეროვნებით გამოირჩევა, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე დადებითად აისახება. 

ახლახან, დედაენის კვირეულის ფარგლებში, გოჩა წულაიას სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბრინის საჯარო სკოლის დაწყებით კლასებში ჩატარდა კალიგრაფიის კონკურსი.

კონკურსის ორგანიზატორები იყვნენ მასწავლებლები - ლალი ზვიადაძე და რუსუდან გუნცაძე.

ჟიურის წევრად მიწვეული იყო ნიკო ლორთქიფანიძის სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ წყალტუბოს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ფიქრია ნიჟარაძე.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა გამოიჩინეს დიდი მონდომება და აქტიურად ჩაერთნენ კონკურსში, შექმნეს მრავალფეროვანი კალიგრაფიული ნამუშევრები. კონკურსის დასრულების შემდეგ სკოლის დირექტორმა - ქეთევან როყუამ 1-ელი -მე-5 ადგილის მფლობელებს გადასცა სერტიფიკატები და საჩუქრები, ხოლო დანარჩენ მონაწილეებს მხოლოდ სერტიფიკატები.

კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ 1-ელ-მე-2 კლასებში თეიმურაზ ბენიძე და მე-3-მე-6 კლასებში ელისაბედ ბენიძე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203