„ყველა პროფესია მნიშვნელოვანი და საჭიროა“ - საინტერესო პრეზენტაციებითა და მასტერკლასებით დატვირთული პროექტი ქუთაისის N40 სკოლაში
16-04-2024

ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მე-3 კლასელები სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენელთა საქმიანობას საინტერესო პროექტით გაეცნენ. 

მე-3 კლასში დამრიგებელმა - ნათია ჟორჟოლიანმა განახორციელა მინი პროექტი სახელწოდებით - „ყველა პროფესია მნიშვნელოვანი და საჭიროა“.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტის მიზანი იყო მოსწავლეები გაცნობოდნენ სხვადასხვა პროფესიების ადამიანებს, მათ გამოწვევებს, გასჩენოდათ ემპათია, კეთილგანწყობა და პატივისცემა მათი საქმიანობისა და შრომის მიმართ.

პროექტში აქტიურად იყვნენ ჩართულნი ამავე კლასის მშობლები - მაია მუშკუდიანი - ფარმაცევტი, ნანუკა ფაიქიძე - სტომატოლოგი, ნათია ჯიმშელეიშვილი - ექთანი, ნინო დეისაძე - პიანისტი, მაია ლომაშვილი - ვიზაჟისტი, ნიფო დიაკონიძე - მკერავი, თეონა მორჩიაშვილი - ფილოლოგი, ბიქტორ გოდერიძე - ჯარისკაცი.

მრავალფეროვანი, საინტერესო პრეზენტაციებითა და მასტერკლასებით დატვირთული პროექტი მიმდინარეობდა ერთი კვირის მანძილზე.

„ხშირ შემთხვევაში ბავშვებს არ ესმით და ვერ აფასებენ დასაქმებული ადამიანის შრომას. მიაჩნიათ, რომ მხოლოდ რიგი პროფესიებია მნიშვნელოვანი და პერსპექტიული. სწორედ ეს პროექტი იყო სწორხაზოვნად გათვლილი, რომ ეს პრობლემა გადაჭრილიყო“,- აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენენ, რომ პროექტის მიზანიც მიღწეულია, ბავშვებმა გააცნობიერეს, რომ ნებისმიერი პროფესია წარმატების მომტანია, თუ ეს საქმე ყველაზე კარგად გამოგდის. მთავარია, სწორად შეარჩიო ის, რისი კეთებაც გიყვართ და შემდეგ გააკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ იყოთ პროფესიონალები თქვენს სფეროში.

„რაც უფრო მაღალია პროფესიონალიზმი, მით უფრო ხარისხიანია შედეგიც“,- სწორედ ამ სლოგანით დასრულდა პროექტი, რომელმაც მოსწავლეთა დიდი ინტერესი გამოიწვია. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203