
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბავრის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით.
გაზაფხულის პირველი დღეს, ბავრის საჯარო სკოლაში ბილინგვური სწავლების მასწავლებლებმა - ლეილი კარაპეტიანმა და ალვარტ მადოიანმა ლამაზი ღონისძიება გამართეს, რომელიც ბუნების გამოღვიძებასა და გაზაფხულს მიეძღვნა.
ღონისძიება ორ ენაზე წარიმართა - მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, როგორც მშობლიურ ისე სახელმწიფო ენებზე და გაზაფხულის მშვენიერებას ხოტბა შეასხეს. მოწაფეებმა ასევე საცეკვაო ნომრები შეასრულეს და დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი ემოციები აჩუქეს.
ასევე, ბავშვებმა დედებსა და მასწავებლებს გაზაფხულის პირველი დღესასწაულები ლამაზი და თბილი სიტყვებით მიულოცეს.
იხილეთ ფოტოები: