
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი ჩანახჩის სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია, როგორც სასწავლო-შემეცნებითი, ისე საზეიმო-გასართობი ღონისძიებებით.
ამჯერად, სკოლაში გაიმართა დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება სახელწოდებით - „გაზაფხული დედაა“, რომელიც ყველაზე საყვარელი ადამიანებისადმი სითბოსა და სიყვარულის გამოხატვას ემსახურებოდა.
მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ და საკუთარი შემოქმედებითობით მშობლებს სიხარულისა და სიამაყის საფუძველი კიდევ ერთხელ მისცეს.
მათ შორის ბავშვებმა შეასრულეს სიმღერები, საცეკვაო ნომრები და იუმორისტული წარმოდგენაც გაითამაშეს.
იხილეთ ფოტოები: