ჭყვიშის საჯარო სკოლის მოსწავლეთა დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება 
06-03-2024

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭყვიშის საჯარო სკოლის მოსიყვარულე მასწავლებლები მოწაფეებს გრძნობებისა და ემოციების გაზიარებას ასწავლიან. შესაბამისად სკოლაში განსაუთრებულად აღინიშნა დედის დღე. 

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ. მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს ისმღერები და დედის როლსა და ამაგს ხოტბა შეასხეს. 

მოსწავლეებმა დედებსა და მასწავლებლებს დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს და მათ სიამაყის საფუძველი კიდევ ერთხელ მისცეს. 

„გილოცავთ, გაზაფხულის შემობრძანებას და დედის დღეს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:


















 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203