მუღანლოს საჯარო სკოლის პირველკლასელება დედებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქეს
06-03-2024

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მუღანლოს საჯარო სკოლაში დედის დღე განსაკუთრებულად აღინიშნა. 

პედაგოგმა 1-ელი კლასის მოსწავლეები შემოქმედებით აქტივობებში ჩართო და ბავშვებს გრძნობებისა და ემოციების გამოხატვის საშუალება მისცა. 

მოწაფეებმა, მათივე ხელით მოხატული მრავალფეროვანი მისალოცი ბარათები შექმნეს, ყველაზე საყვარელ ადამიანებს ხოტბა შეასხეს და დღესასწაული თბილი სიტყვებით მიულოცეს. 

მოსწავლეთა შექმნილი ნამუშევრები მშობლებისთვის ყველაზე ძვირფასი საჩუქარია. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203