
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების წარმოჩენა-განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა, ამ მიმართულებით კი არაერთი ღონისძიება იმართება.
გაზაფხულის დადგომა სკოლის პირველი და მეორე კლასის მოსწავლეებმა თავიანთი ხელნაკეთობების და ნახატების გამოფენით აღნიშნეს.
მოსწავლეებმა მრავალფეროვანი ნამუშევრები გამოფინეს, სადაც ბუნების გამოღვიძება და გაზაფხულის სილამაზე აღწერეს.
გამოფენამ დამთვალიერების დიდი მოწონება უკვე დაიმსახურა.
იხილეთ ფოტოები: