კვირიკეს N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედებსა და მასწავლებლებს გაზაფხულის პირველი დღესასწაულები საკუთარი შემოქმედებით მიულოცეს
06-03-2024

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეს N2 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მოტივაციისა და განწყობის ამაღლების მიზნით, საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლაში გაზაფხულის დღესასწაულები - 3 და 8 მარტი მრავალფეროვანი აქტივობებით აღინიშნა. როგორც სკოლაში გვიყვებიან, თავდაპირველად შეადგინეს მოსამზადებელი გეგმა და შემდგომ ჩატარდა აქტივობები.

ამ დღესასწაულებთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა დაამზადეს მოსაწვევი ბარათები, აპლიკაციები და ბანერები. მათ ასევე საყვარელი დედების შესახებ ჩანახატები და ესეები შექმნეს.

სკოლაში, ასევე მოეწყო ნახატების გამოფენა, სადაც წარმოჩინდა მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარები. აქტივობებში ჩართულნი იყვნენ ყველა ასაკის მოსწავლეები, პედაგოგები, თანამშრომლები. 

ღონისძიებამ წარმატებით და ნაყოფიერად ჩაიარა. 

მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203