ჯიხანჯურის საჯარო სკოლის მე-2 კლასელებმა დედებს ღონისძიება მიუძღვნეს და დაუვიწყარი ემოციები აჩუქეს 
06-03-2024

ომარ ასლანიძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხანჯურის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მოტივაციის ამაღლებისა და სასწავლო პროცესში ჩართულობის გაზრდის მიზნით, არაერთ საინტერესო აქტივობას სთავაზობენ.

 სკოლაში დედის დღე განსაკუთრებულად აღინიშნა. ამ დღესთან დაკავშირებით, მე-2 კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელ - თამუნა ბერიძის ხელმძღვანელობით, ღია ცის ქვეშ შესანიშნავი ზეიმი გამართეს. მათ ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს და ასე, დიდი სიყვარულით მიულოცეს დედებს 3 მარტი.

ეს დღე ძალიან ემოციური იყო.

„დედავ, სიცოცხლის დიდო საწყისო ეს გული შენით მუდამ ხალისობს“, - ეს სიტყვები თან ახლდა აღნიშნულ ღონისძიებას.

მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს, რაზეც სკოლაში აქტიურად ზრუნავენ.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203