ამერიკული საერთაშორისო სკოლა-კოლეჯ „პროგრესის“ მოსწავლეთა სიყვარულით აღსავსე გზავნილი დედებს
06-03-2024
ამერიკული საერთაშორისო სკოლა-კოლეჯი „პროგრესი“ ის საგანმანათლებლო დაწესებულებაა, სადაც, სასწავლო წლის განმავლობაში, მნიშვნელოვანი თარიღები გამორჩეულად აღინიშნება. 

სასკოლო საზოგადოების ყურადღების მიღმა, რა თქმა უნდა, არც დედის დღე დარჩენილა. ამასთან დაკავშირებით, მე-4 კლასში თემატური აქტივობა განხორციელდა. მოსწავლეებმა საყვარელ მშობლებს ეს დღე დიდი სიყვარულითა და სითბოთი მიულოცეს. მათ მშობლები ძალიან გაახარეს. 

„თქვენი სიყვარული, თანადგომა და ერთგულება პროგრესული განათლების საწყისია! ჩვენ ერთად აღვნიშნავთ ჩვენი მოსწავლეების მთავარი გზამკვლევის - დედის - დღეს“,- ამბობენ სკოლაში.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203