ამერიკული საერთაშორისო სკოლა-კოლეჯ „პროგრესის“ მოსწავლეთა ძვირფასი საჩუქარი დედებს 
06-03-2024
ამერიკული საერთაშორისო სკოლა-კოლეჯ „პროგრესის“ სასკოლო საზოგადოება სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღს შესაბამისი აქტივობებით აღნიშნავს. 

სკოლაში, სადაც პედაგოგთა გუნდის მთავარი მიზანი მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება და მოტივირებაა, მათი შემოქმედებითი შესაძლებლობების განვითარებაზეც ზრუნავენ. ეწყობა შესაბამისი ღონისძიებებიც.

ამჯერად კი, დედის დღისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი აქტივობა გაიმართა. „პროგრესელები“ სოციალურ საწარმო „კოდალას“ ესტუმრნენ, რომელიც ხის ეკო-მეგობრულ სათამაშოებსა და დეკორატიულ ნაკეთობებს აწარმოებს. მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, სუვენირები საკუთარი ხელით დაემზადებინათ. მართლაც, მათ ნამუშევრების შექმნაში უდიდესი სიყვარული და ენერგია ჩადეს.

საბოლოდ, კი დედებს ლამაზი სუვენირები დაუმზადეს და 3 მარტი მიულოცეს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203