ჯიხანჯურის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა დედებს 3 მარტი ლამაზი ღონისძიებით მიულოცეს
06-03-2024

ომარ ასლანიძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხანჯურის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა განწყობის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ. სწორედ მათი ხელმძღვანელობითა და ბავშვების აქტიური მონაწილეობით, სკოლაში საინტერესო ღონისძიებები იმართება.

გაზაფხულის პირველი დღესასწაული - 3 მარტი I კლასის მოსწავლეებმა საზეიმო გარემოში აღნიშნეს. ეს დღე პირველკლასელებმა, პედაგოგ თამარ ვერულიძის ხელმძღვანელობით, საყვარელ დედებს ორიგინალურად მიულოცეს. მათ ღია ცის ქვეშ ღონისძიება გამართეს, სადაც ლექსები სიმღერები შესანიშნავად შეასრულეს.

მოსწავლეებმა დედებს გაწეული ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს და თბილი სიტყვებით გაახარეს.

ეს დღე ემოციური და დაუვიწყარი აღმოჩნდა იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.

„სიმამაცეა შვილის გაჩენა, მაგრამ დედობა გმირობას ნიშნავს“, -დედა ყველაზე ძვირფასი ადამიანია ჩვენს ცხოვრებაში ამიტომ დედები ყველაფერს საუკეთესოს იმსახურებენ“, - აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებსაც ამ ღირებულებებზე ზრდიან. 

მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:




 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203